მიმდინარეობს საიტის რეორგანიზაცია
GEOENGRUS
ძიება პროდუქციაში:  
 

ჯი-ემ-პი მდებარეობს თბილისში , ქვემო ფონიჭალაში. საწარმო აღჭურვილია უახლესი მანქანა-დანადგარებით. საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშვებს მყარი ფორმის მედიკამენტებს: ტაბლეტებს, გარსით დაფარულ ტაბლეტებს, ფხვნილებსა და ჟელატინის კაფსულებს. ქარხნის წარმადობაა 500 მილიონი ტაბლეტი და 200 მილიონი კაფსულა წელიწადში.

ჯი-ემ-პი არის ერთადერთი ფარმაცევტული საწარმო მთელს კავკასიაში, რომლშიც თანამედროვე ფარმაცევტული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დაცვით, მიმდინარეობს სრული საწარმოო ციკლი, დაწყებული ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის დამზადების სტადიის ჩათვლით.

საწარმოს ძირითადი პერსონალი სტაჟირებას გადის ისეთ კომპანიებში, როგორიცაა GMP ინსტიტუტი (აშშ), TUV Suddeutschland (გერმანია), მონაწილეობას იღებს სასწავლო პროგრამებში, რომლებსაც ატარებენ კომპანიები: გერმანიის „მენეჯმენტის აკადემია", "საერთაშორისო ხარისხის კონსალტინგი" (გერმანია), ანტიბიოტიკების სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრი (რუსეთის ფედერაცია), პროგრამა SABIT (აშშ), კომპანია „СКИФ Б.В." (რუსეთის ფედერაცია), "Heathside Information Services" (დიდი ბრიტანეთი), Concept Heidelberg, European Compliance Academy (გერმანია), PIC/S და სხვა.

საწარმოს სათავეში უდგას საერთაშორისო ხარისხის კონსალტინგის(International Quality Consulting Inc. ( Germany ) წარმომადგენელი საქართველოში, დასავლეთ-გერმანული ხარისხის მართვის სისტემების მასერტიფიცირებელი ორგანოს (TUV Cert (Germany) სერტიფიცირებული ხასისხის ოფიცერი, ევროპის GMP-სთან შესაბამისობის აკადემიის (ECA) წევრი, ევროპის ქიმიური ინდუსტრიის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული GMP-ის აუდიტორი, ფარმაცევტული საწარმოს ხარისხის კონტროლის სისტემაში ევროპაში აკრედიტირებული უფლებამოსილი პირი (Qualified Person (QP) in Europe) - გიორგი ანთაძე.


 
 
Copyright © 2006-2014.All Rights Reserved
  
Created By:  Pro-Service